ქართველი ხალხის გარეშე ეს გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული – ანა ბუჩუკური კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინზე

ქვეყნისთვის ისტორიული გადაწყვეტილების გამოტანამდე რამდენიმე საათი რჩება. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს აქტიურად განიხილავენ პოლიტიკურ სპექტრში.
ოპოზიციის ნაწილი აქცენტს ქართველ ხალხზე და მათ დამსახურებაზე აკეთებს.
პარტია “საქართველოსთვის” წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების პროცესში გადამწყვეტი როლი ქართულმა საზოგადოებამ ითამაშა.
“მოლოდინი, რა თქმა უნდა, არის დადებითი. ჩვენ ოფიციალურადაც გაგვიფორმდება ფაქტობრივად უკვე მიღებული კანდიდატის სტატუსი. ქართველი ხალხის გარეშე ეს გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული, ეს ის ხალხია, რომელიც არამხოლოდ ახლა, არამედ ათეულობით წლებია იბრძვის თავისუფლებისთვის”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ქართველი ხალხის არჩევანს გახდეს ევროპის წევრი ქვეყანა ვეღარავინ აღუდგება წინ.
“მაქვს მოლოდინი “ქართული ოცნების” ყველა წარმომადგენელზე უკეთესი და პოზიტიური იმიტომ, რომ ევროპელი პარტნიორები საქართველოს არ დატოვებენ რუსეთთან მარტო პირისპირ. რაც არ უნდა და ვინც არ უნდა შეეცადოს საქართველოს დაბრკოლება შეუქმნას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ქართველი ერის არჩევანს ვერავინ ვეღარ აღუდგება წინ”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში