ქართველი მსროლელი ნინო სალუქვაძე იუბილარია – ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენს იუბილე კულტურისა და სპორტის მინისტრმა პირადად მიულოცა

ქართველი მსროლელი, ნინო სალუქვაძე იუბილარია, სპორტსმენს 55 წელი შეუსრულდა. ის პირველი ქალი სპორტსმენია, რომელიც ოლიმპიადაზე მეათედ იასპარეზებს. სალუქვაძე 2024 წლის პარიზის ოლიმპიადისთვის აქტიურად ემზადება.
ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენს იუბილე პირადად მიულოცა კულტურისა და სპორტის მინისტრმა. შეხვედრისას საუბარი შეეხო – უნგრეთში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატსა და ბრაზილიის ოლიმპიადის ფინალურ საკვალიფიკაციო ტურნირსაც, რომლებშიც მონაწილეობას საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები მიიღებს. ასევე, განიხილეს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხიც.

ასევე დაგაინტერესებთ

თეა წულუკიანზე ისეთი ხალხი წერს, ვინც მას ვერც განათლებით და ვერც ქვეყნის სიყვარულით აჯობა. მასზე ბინძური ჭორების გავრცელება კიდევ ერთხელ ხაზგასმაა მის სიძლიერეზე პოლიტიკაში, ის ამ არაპოლიტიკურ ბრძოლასაც მოგიგებთ