ქართველი მოჭიდავეები წელს წონის ლიდერის რანგში ასრულებენ

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლერი აბულაძე (63 კგ) წელს წონის ლიდერის რანგში ასრულებს.
55 კგ-ში წონის მეორე ნომერია ნუგზარ წურწუმია; 60 კგ-ში მეცხრეა ფრიდონ აბულაძე; 67 კგ-ში მესამეა ჯონი ხეცურიანი; 72 კგ-ში მერვეა რამაზ ზოიძე; 77 კგ-ში მესამეა იური ლომაძე; 82 კგ-ში მეექვსეა გელა ბოლქვაძე; 87 კგ-ში მე-12-ეა ლაშა გობაძე; მე-13 გურამ ხეცურიანი; 97-ში მე-18 ნომერია რობერტ კობლიაშვილი; 130 კგ-ში იაკობ ქაჯაია მეშვიდეა.
ასევე, შოთა ფარტენაძე (61 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) წელს წონის ლიდერის რანგში ასრულებენ. შოთა ფარტენაძე 69900 ქულით წონას ლიდერობს. ლადო გამყრელიძეს კი, 68600 ქულა აქვს.
წონის მეორე ნომრები არიან – მირიან მაისურაძე (92 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ)
57 კგ-ში მე-11 ნომერია რობერტ დინგაშვილი; 65 კგ-ში მეშვიდეა ედემ ბოლქვაძე; 70 კგ-ში მეექვსეა გიორგი ელბაქიძე; 86 კგ-ში მეშვიდეა ტარიელ გაფრინფაშვილი; 97 კგ-ში მეოთხეა გივი მაჭარაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ