ქართველი მეცნიერის მტკიცებით, “ვეფხისტყაოსანი” შექსპირმა საკუთარ პიესაში ლიტერატურულ წყაროდ გამოიყენა

ვეფხისტყაოსანი” არამხოლოდ ქართული, არამედ, მსოფლიო ლიტერატურის უდიდესი შედევრია. ნაწარმოები, რომელიც ყველა დროში, ყველა ეპოქაში აქტუალურია.
ის, რომ რუსთაველი დიდია, ამაზე არავინ დაობს, თუმცა ქართველი მეცნიერი ამტკიცებს, რომ “ვეფხისტყაოსანი” იმდენად დიადია, შექსპირმა საკუთარ პიესაში ლიტერატურულ წყაროდ გამოიყენა.

საუბარია შექსპირის “ციმბელინზე”. ქართველი მეცნიერი ელგუჯა ხინთიბიძე ამტკიცებს, რომ თემა, იდეა, კომპოზიცია საერთოა. მსგავსია განვითარებაც. ამ თემაზე მეცნიერი წლები მუშაობდა.
მოხსენება კი ჯერ ოქსფორდში მოხვდა, შემდეგ ჩიკაგოში და მიჩიგანში. აღმოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ქართველ, ისე უცხოელ ლიტერატურათმცოდნეებში.
ავტორი: ანი გენებაშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან