ქართველი მებრძოლის მამუკა გაწერელიას ოჯახი დახმარებას ითხოვს

რუსეთში უვადო პატიმრობა მისჯილი ქართველი მებრძოლის, 22 წლის მამუკა გაწერელიას ოჯახი უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
მამუკა გაწერელიას დედა, დალი ჩხეიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ოჯახს არ ჰყავს ადვოკატი და არც დამხმარე პირი, ვინც ს სამართალდამცველ უწყებებთან დააკავშირებს და შვილის გათავისუფლებაში დაეხმარება.
ში, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლის, მამუკა გაწერელიას მიმართ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესახებ ცნობები 20 თებერვალს სააგენტო ტასსმა რუსეთის პროკურატურის ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა. ცნობა. , რომ „აზოვსტალის“ გათავისუფლებისთვის ბრძოლაში 2022 წლის მაისში ტყვედ ჩავარდნილ მამუკა გაწერელიას 20 თებერვალს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მებრძოლის ოჯახმა ტელეგრამ-არხიდან შეიტყო.
„ვთხოვ განსაკუთრებით უკრაინას. უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ გამოიყვანოს ჩემი შვილი. მან სიცოცხლე შესწირა უკრაინას და ის უნდა გამოიყვანონ ციხიდან“, – ამბობს ახალგაზრდა მებრძოლის დედა, დალი ჩხეიძე.
ის პატიმრობაში მყოფ შვილს 20 თებერვალს ესაუბრა ტელეფონით. დედა-შვილს მხოლოდ 2 წუთით მისცეს საუბრის უფლება. დალი ჩხეიძე დარწმუნებულია, რომ შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს რადგან „ტელეგრამ“ არხებით გავრცელებულ ვიდეოში შენიშნა, როგორი შეცვლილია – გამხდარია და სახეზე ეტყობა ტყვეობის მძიმე კვალი:
„მისცეს ზარის უფლება და დამელაპარაკა. არ ინერვიულოთ, კარგად ვარო მაგრამ ეს იყო ალბათ, ნათქვამი ზეწოლის ქვეშ, თორემ სურათებშიც ნახავთ, რომ კარგად არ აქვს საქმე. ძალიან შეცვლილია – გამხდარია, თვალები აქვს ჩაშავებული, წარბები არ აქვს…2 წუთით ვესაუბრე, მეტი არა. ისიც რუსულად გვალაპარაკეს, რომ მათაც გაეგოთ ჩვენ რას ვლაპარაკობდით. ამ ზარს არ ველოდი, მაგრამ ეტყობა ჩვენ, რომ რუსეთში სახალხო დამცველთან დარეკილი გვქონდა და იქ დააფიქსირეს ჩვენი ნომერი და ამიტომ გადმორეკეს“.
მამუკა გაწერელიას ოჯახი საკუთარი ძალებით ცდილობს შვილის პატიმრობიდან დახსნას. დალი ჩხეიძე ამბობს, რომ იმ დღიდან როგორც კი შეიტყვეს, მამუკას ტყვეობის შესახებ, სცადეს უკრაინის ძალოვან უწყებებთან დაკავშირება და მათთვის დახმარების თხოვნა.
„დავკავშირდით უკრაინის პოლიციას, ყველას, მაგრამ პასუხი იყო ერთი – ჩვენი მოქალაქე არ არის და ვერ დავეხმარებითო. უნდა დაელოდოთ, ომის დამთავრებასო“.
მებრძოლის ოჯახს არავინ დაჰკავშირებია საქართველოს ხელისუფლებიდან. 2 თვის წინ მათ თავად მიმართეს დახმარებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს და როგორც დალი ჩხეიძე გვიყვება, მხოლოდ 4 დღის წინ მიიღეს საპასუხო ზარი – უთხრეს, რომ „ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია“. ოჯახს დახმარებას დაჰპირდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი. მებრძოლის დედა ჰყვება, რომ თავდაპირველად შვილის ტყვეობის შესახებ ინფორმაცია:
„აზოვის“ პოლკის ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი ყუფარაშვილისგან შეიტყო. ის არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ოჯახს მამუკას შესახებ ინფორმაციას აწვდიდა: „ჩვენ გიორგი ყუფარაშვილი გვეხმარებოდა. გვაწვდიდა ინფორმაციას. როგორც კი იქიდან ტყვეები გამოვიდოდნენ, იმათ ეკითხებოდა ჩვენი შვილის ამბავს და ძალიან გვეხმარებოდა ამაში…ჩვენი ბოლო ინფორმაციით, ტყვეობაში ცუდად ყოფილა ფილტვების ანთებით. უმკურნალესო და ახლა ჯანმრთელად არისო. ეს რაც გვითხრეს მას შემდეგ 6-7 თვე გავიდა“.
დალი ჩხეიძე 22 წლის შვილს ტყვეობაში ყოფნის პერიოდშიც ელაპარაკა. ეს იყო 2023 წლის 27 სექტემბერი. მძიმე მდგომარეობაში მყოფი მებრძოლი ოჯახის გამხნევებას შეეცადა:
„ჩუმად მელაპარაკებოდა. იქ ტელეფონის [გამოყენების] უფლებას არ აძლევდნენ და არ ვიცი როგორ მოახერხა… ეს მითხრა, ქართველებზე ყველაფერი იციანო. იგულისხმა ალბათ ის, რომ ვინ არის წასული ომში, ვინ არის ტყვედ. ქართველ მებრძოლებზე ყველანაირი ინფორმაცია აქვთო. მოპყრობაზე შევეკითხე, დედა გირტყამენ-მეთქი? და ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვსო. აწამებდნენ, რა თქმა უნდა და ზეწოლის ქვეშ იქნებოდა. რა თქმა უნდა და იმიტომ ათქმევინეს ალბათ, რომ დაქირავებული მებრძოლი იყო და ვითომ ამდენი კაცი მოკლა… იმედიანად მაინც იყო, გამოვალო მითხრა. ალბათ ომი რომ დამთავრდება გამომიშვებენო“.
დალი ჩხეიძის ინფორმაციით, მამუკა მარიუპოლის მეტალურგიულ ქარხანა „აზოვსტალში“ 2022 წლის მარტში მოხვდა. მაშინ როცა „აზოვის“ მებრძოლების დასახმარებლად სპეცოპერაცია ჩატარდა. დედის განმარტებით, რუსი სამხედროების ალყაშემორტყმულ ქარხანაში რამდენიმე სამხედრო ვერტმფრენმა მოახერხა შესვლა, ერთ-ერთში მისი შვილი იყო.
მამუკა გაწერელიამ დედასთან დარეკვა „აზოვსტალიდანაც“ მოახერხა:
„დამიკავშირდა 12 მარტს – აქ უკვე ცუდად არისო დედაო საქმეო მითხრა და ბოდიშიც მომიხადა. ასე მითხრა, თუ რამე მოხდა დედა, მაპატიეო და მორჩა“.
დალი ჩხეიძის თქმით, 22 წლის მამუკას უკრაინაში წასვლამდე საომარი გამოცდილება არ ჰქონდა. თუმცა, კარგად გაწვრთნილი და წარმატებული სამხედრო იყო. თავდაცვის ძალებში საკონტრაქტო სამსახურში იყო და სენაკის სამხედრო ბაზაზე გადიოდა წვრთნებს. როგორც მებრძოლის დედა ამბობს, უკრაინაში საკუთარი სურვილით, ომის დაწყებიდან მალევე წავიდა:
„მე უნდა დავეხმარო მათო და ვერაფრით შევაჩერეთ. თებერვალში ხომ დაიწყო ომი და ის მარტში წავიდა“.
22 წლის მამუკა გაწერელია რუსეთის მიერ ოკუპირებული დან დევნილია. მისი ოჯახი – დედ მამა და ორი ძმა, ზუგდიდში ცხოვრობს. ისინი იმედს არ კარგავენ, რომ ერთ დღესაც მამუკა გაწერელიაც მოხვდება იმ ტყვეებს შორის, რომლებსაც რუს სამხედროებში გადაცვლის უკრაინის ხელისუფლება.
ქართველი მებრძოლის თემაზე რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საქართველოს საგარეო უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება. რუსეთის მიერ უკრაინაში დატყვევებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ გასული წლის ნოემბერში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მათი კონსტიტუციური უფლებების დასაცავად ყველა მექანიზმს გამოიყენებს.
„აზოვსტალის” ქართველი დამცველის შესახებ „ამერიკის ხმას” 2023 წლის დეკემბერში ესაუბრა ლაშა დიაროვი, „ახალი საქართველო – სამოქალაქო პლატფორმის” დამფუძნებელი. მისი ინფორმაციით, მამუკას კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან და ოფიციალურად ირიცხებოდა მსროლელად, უკრაინის არმიის უცხოელ მოხალისეთა ლეგიონში. ლეგიონი თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დაქვემდებარებაშია. როგორც დიაროვმა განმარტა, ტყვეთა გაცვლის პროგრამაში მამუკა გაწერელიას შეყვანა ვერ მოხერხდა, ვინაიდან მას აქვს საქართველოს პასპორტი, საქართველოს მოქალაქეა და შესაბამისად, რუსები „დაქირავებულ მებრძოლად“, ე.წ Наёмник-ად მიიჩნევენ“.