ქართველი დიდოსტატები ინდოეთში ასპარეზობას წარმატებით აგრძელებენ

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, ლევან ფანცულაიამ 3rd Maharashtra International Grandmaster Chess Tournament 2025-ზე 10 ტურში 7.5 ქულა დააგროვა და პირველობა მანუელ პეტროსიანსა (სომხეთი) და ბორის სავჩენკოსთან () ერთად გაინაწილა.
დამატებითი მაჩვენებლებით ფანცულაია მეორე ადგილზე გავიდა.
ასპარეზობის მეორე ქართველმა მონაწილემ, თორნიკე სანიკიძემ, ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა და IV–XI ადგილები გაინაწილა.
ტურნირში სულ 14 ქვეყნის 135 მოჭადრაკე იბრძოდა გამარჯვებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…