ქართველიშვილი: ჭიჭეს დაღმაშენებელი მოადგილის „სახარებისეული” გამონათების თანახმად …

ჭიჭეს დაღმაშენებელი მოადგილის „სახარებისეული” გამონათების თანახმად – სწორედ “ელ-გე-ბე-ტე” პროპაგანდა წარმოადგენს „გლობალური ომის პარტიის” კეისრისთვის, საქართველოს მიერ დაწესებულ გადასახადს
ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო ბაზის შექმნის ინიციატივაზე დეპუტატ პაატა მანჯგალაძის კომენტარს უპასუხა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა და აღნიშნა, რომ „სულ უფრო საინტერესო ხდება ნაცსექტის ამ ანასხლეტების საარჩევნო პროგრამა“.
„დეპუტატმა მანჯგალაძემ საქართველოში “ელ-გე-ბე-ტე” პროპაგანდის ლეგიტიმურობის დასტურად, სახარების ის ეპიზოდი მოიყვანა, სადაც მაცხოვარი ებრაელების მხრიდან რომაელების მიმართ ხარკის გადახდას არ ეწინააღმდეგება. ჭიჭეს დაღმაშენებელი მოადგილის „სახარებისეული” გამონათების თანახმად – სწორედ “ელ-გე-ბე-ტე” პროპაგანდა წარმოადგენს “გლობალური ომის პარტიის” კეისრისთვის, საქართველოს მიერ დაწესებულ გადასახადს. სულ უფრო საინტერესო ხდება ნაცსექტის ამ ანასხლეტების საარჩევნო პროგრამა, განსაკუთრებით რეგიონულ დონეზე…“ – წერს Facebook-ზე დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი