ცნობილი უკრაინელი მოკრივე, მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონი ოლექსანდრ უსიკი სოციალურ ქსელში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებას გამოეხმაურა.
მან ჩვენს ქვეყანას სამძიმარი გამოუცხადა და ილია II-ს გარდაცვალებას დიდი დანაკარგი უწოდა.
“ქართველებო, გისამძიმრებთ თქვენი დანაკარგის გამო. ღმერთმა თავისთან მოუწოდა თავის ერთგულ შვილს, ილია II-ს. ილოცეთ ჩვენთვის, ცოდვილებისთვის”, – დაწერა უსიკმა.