,, ქართველებო, არ მისცეთ ამის გაკეთებას უფლება. დაიცავით თქვენი თავისუფლება” – ბორის აკუნინი

წარმოშობით ქართველი მწერალი ბორის აკუნინი, იგივე გრიგოლ ჩხარტიშვილი, რომელიც პუტინმა წლების წინ აგენტად გამოაცხადა, ასე აფასებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს:
,,რამდენიმე ქართულმა ტელევიზიამ და მედიასაშუალებამ მომმართა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე კომენტარის თხოვნით.
ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე, როგორც წესი, არ ვლაპარაკობ. ჯერ ერთი, მაქვს კომპლექსი, რომ “ნამდვილი ქართველი არ ვარ” – ენა არც კი ვიცი. მეორეც, მეც რუსი მწერალი ვარ და ჩვენი ძმის ნებისმიერი ჩარევა სხვა ადამიანების საქმეებში არსებულ ვითარებაში აღიქმება, როგორც „იმპერიალიზმის გამოვლინება.
მაგრამ საქართველო ჩემთვის უცხო არ არის. დავიბადე საქართველოში, მყავს ბევრი ნათესავი და მეგობარი და მაწუხებს, როცა ვხედავ დემოკრატიულ ქვეყანას, რომელიც იმავე ფერდობზე მოსრიალებს, საიდანაც უფსკრულში ჩავარდა.
ჩვენ უნდა გვეშინოდეს არა პოლიტიკური ოპოზიციის ან პრესის, არამედ პუტინიზმის.
გეშინოდეთ არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდან შემოჭრის. და ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა ხდება. პუტინიზმი ცდილობს შენს სახლში დამკვიდრებას – შენივე ხელისუფლების ინიციატივით….
ჩვენ ეს ვიცით, გავიარეთ. ჯერ “უცხოური აგენტები”, შემდეგ “მეხუთე კოლონა”, შემდეგ “ტერორისტები და ექსტრემისტები” და შემდეგ საქართველოს არ ეყოლება მეგობრები პუტინის რუსეთის გარდა. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ორთავიანი არწივის ფრთის ქვეშ.
ქართველებო, არ მისცეთ ამის გაკეთებას უფლება. დაიცავით თქვენი თავისუფლება, – წერს აკუნინი.

ასევე დაგაინტერესებთ