ქართველებმა 26 ოქტომბერს უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ევროკავშირის წევრობა — ჰერჩინსკი

„ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია“, — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში მ.
ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში ევროკავშირის გაფართოების ახალი ტალღა მოხდება, თუმცა დარწმუნებული არ არის, საქართველო იქნება თუ არა მისი ნაწილი.
„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის ახალი არჩეული ხელმძღვანელობის მომდევნო 5 წლის განმავლობაში მოხდება ევროკავშირის გაფართოების ახალი ტალღა. საქართველოს შემთხვევაში ჯერ კიდევ გაურკვეველია, იქნება თუ არა ევროკავშირის გაფართოების შემდეგი დიდი ტალღის ნაწილი. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ასე იქნება და ოქტომბრის ს შემდეგ ჩვენ განვაახლებთ მუშაობას და დავეწევით, რათა საქართველო იყოს ევროკავშირის შემდეგი დიდი გაფართოების ნაწილი“, — განუცხადა ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს.
მან იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების შემდეგ, ახლადშექმნილი მთავრობა — ვინც არ უნდა დააკომპლექტოს იგი — განაახლებს სერიოზულ მუშაობას ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჰერჩინსკით თქმით, საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობა გაწევრიანების მიზნის არმქონე ქვეყნებთან — ტუნისთან, აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან — ბლოკის ურთიერთობას დაემსგავსება.
„ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს თავისი მომავალი მთავრობა და საქართველოს მომავალმა მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს საგარეო პოლიტიკური კურსი და პოლიტიკა ევროკავშირის მიმართ. ჩვენ აქ ვართ, საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა და თუ მომავალი მთავრობა დაინტერესებულია ევროკავშირში გაწევრიანებით, მზად ვართ, დავეხმაროთ. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მომავალი მთავრობა არ იქნება დაინტერესებული საქართველოს გაწევრიანებით ევროკავშირში, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვიქნებით ვიმუშაოთ საქართველოსთან და გვქონდეს ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობა საქართველოს ევროკავშირის მომავალი წევრობის გარეშე. ასე ვმუშაობთ ბევრ სხვა ქვეყანასთან სამეზობლოში — ტუნისთან, აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან… ასე რომ, საქართველომ და ქართველებმა 26 ოქტომბერს უნდა გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა ევროკავშირის წევრობა, სურთ იყვნენ ევროკავშირის მომავალი გაფართოების ნაწილი, თუ სხვა გეგმები აქვთ თავიანთი ლამაზი ქვეყნისთვის“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ.
საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე მან ყურადღება გაამახვილა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროკავშირის გაფართოება — გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ სიტყვით გამოსვლის დროსაც:
„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 26 ოქტომბერს ქართველები სწორ არჩევანს გააკეთებენ და შემდეგი მთავრობა, ვინც არ უნდა მოიგოს არჩევნები, ძალიან სწრაფად განაახლებს საქართველოს გაწევრიანების რთულ სამუშაოს“.
იმ დროს, როცა სხვა კანდიდატი ქვეყნები სწრაფად მიიწევენ წინ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და სა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყო, ჰერჩინსკის თქმით, საქართველოსთან იგივე წელს მოსალოდნელი არ არის.
„27 ივნისს ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში შეხვდნენ და მათ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. სამწუხაროდ, ასევე შეთანხმდნენ, რომ შეაჩერონ საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში, ეს ნათქვამია ევროპული საბჭოს დასკვნებში. გთხოვთ, წაიკითხეთ ძალიან ყურადღებით“, — ჰერჩინსკიმ.
ევროპულმა საბჭოს 27 ივნისის სხდომის დასკვნებში ნათქვამია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებული კანონი კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციაში მითითებულ ნაბიჯებთან დაკავშირებით უკუსვლას წარმოადგენს.
ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში ცვლილების საშუალებით არსებულ მოქმედებათა კურსში, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებისკენ მიჰყავს.
„ევროკავშირის ლიდერებისთვის გაუგებარია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების განზრახვები. კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არის აშკარა უკანდახევა 9 საფეხურზე. ასევე ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკა სრულიად შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანთან. სამწუხაროდ, ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია. ეს ნამდვილად სამწუხაროა“, — თქვა ჰერჩინსკიმ.
პაველ ჰერჩინსკიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ მაინც შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ თქვა, რომ დრო იწურება.
„სხვა კანდიდატი ქვეყნები სწრაფად მიიწევენ წინ. ევროკავშირის შემდეგი დიდი გაფართოება მოხდება და მხოლოდ საქართველოზე და ქართველებზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა საქართველო ამ გაფართოების ნაწილი“, — დასძინა მან.
ჰერჩინსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ოქტომბერში გამოქვეყნდება ევროკომისიის გაფართოების ანგარიში, ევროკავშირის ლიდერები კი მომავალ ნაბიჯებს დეკემბერში შეათანხმებენ.
„მაგრამ, როგორც ახლა როგორიცაა საქმის ვითარება, ვერ წარმომიდგენია საქართველო წინ წავიდეს წელს“, — თქვა მან.
პაველ ჰერჩინსკიმ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები ევროკავშირში გაწევრიანების სურვილზე და ქმედებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის, ამიტომ ევროკავშირის ლიდერები თბილისმა გარკვეულობა შეიტანოს თავის მიზნებში.
ელჩმა დააანონსა შემდგომი საპასუხო ზომები ევროკავშირისგან საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე. მან თქვა, რომ ევროკავშირის პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისთვის ეტაპობრივად შემცირდება და სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე გადანაწილდება.
აქამდე, საქართველოს მთავრობა ევროკავშირისგან ათჯერ მეტ დახმარებას იღებდა, ვიდრე არასამთავრობო სექტორი.
პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირის ახალი პოლიტიკის პირველი მსხვერპლი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ევროპული სამშვიდობო ფონდიდან გამოყოფილი 30 მილიონი გახდა.
„სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ ლიდერებმა ასევე გადაწყვიტეს გაეყინათ ფული, რომელსაც ჩვენ ვიხდით საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. იქნება სხვა ნაბიჯები. ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლებისადმი ეტაპობრივად შემცირდება და ის გადამისამართდება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისკენ, რომლებიც გამჭვირვალობის კანონის გამო დიდი წნეხის ქვეშ არიან. მე ნამდვილად ვწუხვარ, რომ ამ პოლიტიკის პირველი მსხვერპლი თავდაცვის სამინისტროსთვის ევროკავშირის დახმარება იქნება“, — თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.
ევროპული სამშვიდობო ფონდი შეიქმნა 2021 წლის მარტში, რათა დააფინანსოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) ქმედებები სამხედრო და თავდაცვის სფეროებში, კონფლიქტის თავიდან აცილების, მშვიდობის შენარჩუნებისა და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით. კერძოდ, ევროპული სამშვიდობო ფონდი საშუალებას აძლევს ევროკავშირს, დააფინანსოს ქმედებები, რომლებიც შექმნილია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების და რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაძლებლობების გასაძლიერებლად სამხედრო და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით. ფონდის სხვა ბენეფიციარები იყვნენ უკრაინა, აფრიკის კავშირი, ნიგერია, მოზამბიკი, ბოსნია და ჰერცეგოვინა და მალი.
2021 წლის დეკემბერში ევროპული სამშვიდობო ფონდიდან საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად 12 750 000 ევრო გამოიყო, 2022 წლის დეკემბერში — 20 მილიონი, 2023 წლის მაისში — 30 მილიონი ევრო.
ამ თემაზე:
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარება EPF-დან

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვილმა – სალომე ზურაბიშვილს სისულელის კეთებაში ბადალი არ ჰყავს – მისგან არაფერი გაგვიკვირდება, თუმცა ვიმედოვნებთ, მძიმე კონსტიტუციურ სისულელეს, სამართლებრივ ნონსენსს არ ჩაიდენს, უფრო მასხრად არ აიგდებს თავს