ქართველები ყოველ ღამე წინააღმდეგობას უწევენ მთავრობას, რომელიც ევროპულ გზას აშორებს – ბარო

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოში მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი ყოველ ღამე წინააღმდეგობას უწევს ხელისუფლებას, რომელიც ცდილობს ისინი ევროპულ გზას ჩამოაშოროს.
„შეხედეთ ხალხს ევროპის გარეთ და რამდენად ძლიერია ევროპისადმი მათი სურვილი. უკრაინელებს ჯერ კიდევ აგრძელებენ ს წინააღმდეგ გმირული წინააღმდეგობის ომს. ეს ყველაფერი მაიდანზე დაიწყო ევროპის დროშით ხელში და ვინ დაიკავა მათი ადგილი დღეს? – ეს არის ქართველი ხალხი, რომელიც ყოველ ღამე წინააღმდეგობას უწევს ხელისუფლებას, რომელიც ცდილობს ისინი ევროპულ გზას ჩამოაშოროს. ისინი აფრიალებენ ევროპულ დროშას, მღერიან ევროპის ჰიმნს, რადგან ხედავენ, რომ ევროპა არის დემოკრატია, ევროპა არის თავისუფლება და რომ ევროპა არის სუპერძალა, რომელსაც შეუძლია დაიცვას ისინი, როდესაც ისინი წინ წავლენ ევროკავშირის გზაზე“, – განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – პრემიერ-მინისტრის მხრიდან ჩვენი ეროვნული ინტერესი ძალიან მკაფიოდ იქნა გაჟღერებული თურქმენეთის ფორუმზე, მან აღნიშნა ოკუპაციაც – კარგია, რომ ეს გზავნილი ითქვა იმ დარბაზში, სადაც ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი იჯდა