ქართველების ყოფნას ოკუპირებულ აფხაზეთში კრიტიკა მოჰყვა

აფხაზურ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ინფორმაცია ს მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში „ქართველი მოგზაურების“ ყოფნის შესახებ. საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფი დე ფაქტო რესპუბლიკაში, სავარაუდოდ, გასული წლის 3-6 ნოემბერს იმყოფებოდა. ერთ-ერთმა მათგანმა მოგზაურობის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელიც მთავრდებოდა სიტყვებით: „ჩვენ გავერთიანდებით“.
ვიდეოს მიხედვით, ჯგუფმა სამი დღის განმავლობაში მოინახულა სოხუმი, გაგრა, რიწის ტბა და ბზიფის ხეობა. საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებულ აფხაზეთში, სავარაუდოდ, იმყოფებოდნენ ადგილობრივების მიწვევით, რომლებიც თავადვე მასპინძლობდნენ მათ.
ენგურის ხიდზე გადაღებულ ვიდეოში საქართველოს მოქალაქეები ახსენებენ „ხალხის ჩარევას“ და „ვიზას – ქაღალდის ნაგლეჯს“. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არ ცხოვრობენ გალის რაიონში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ ხვდებიან სპეციალური ნებართვის გარეშე.
ახალი ამბის გამოქვეყნების მომენტისთვის,Youtube-ზე წვდომა შეზღუდულია მოგზაურობის ამსახველ ვიდეოზე. მისმა ავტორმა კი რადიო თავისუფლების პროგრამა “ეხო კავკაზას” კომენტარზე უარი უთხრა.
საქართველოს მოქალაქეების სტუმრობაზე წერენ როგორც ე.წ. ხელისუფლების მომხრე, ასევე ოპოზიციური აფხაზური რესურსები.
“ქართული მხარე, დიდი ალბათობით, ამ ვიდეოს გამოიყენებს ს წინააღმდეგ საინფორმაციო ომის ფარგლებში, რათა გააგრძელოს თავისი ტერიტორიული პრეტენზიები. მომხდარში, რა თქმა უნდა, კომპეტენტური ორგანოები უნდა გაერკვნენ. მოკვლევის შედეგები, „ტურისტების“ ვინაობა და ამ აქციასთან დაკავშირებული ყველას ვინაობა უნდა გასაჯაროვდეს“, – ნათქვამია „АМРА- life-ის” ტელეგრამ-არხზე.
„და სად არის ჩვენი სახელოვანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური?! სად არის საგარეო საქმეთა სამინისტრო? სად არის ჩვენი მინისტრი და რატომ არ აკეთებს კომენტარს ამ აქციაზე?! ბატონო პრეზიდენტო, სად ხართ?! აქ ასეთი ამბები გვაქვს, სანამ თქვენ რუსეთში თქვენს საკითხებს აგვარებთ!!!” – წერს ტელეგრამ-არხ „AIASHARA-ს” ავტორი.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ხელისუფლება საკითხს ჯერ არ გამოხმაურებია.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს