ქარელში მამამ ქალიშვილს სცემა, იგი მას დაქორწინებას აიძულებდა

ქარელში მამამ ქალიშვილს სცემა. დაშავებული, ამ დროისთვის, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ირკვევა, რომ მამა შვილს არასასურველ კაცზე დაქორწინებას აიძულებდა.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.
ცნობილია, რომ კაცი დაკავებულია. ინფორმაციას „მოზაიკა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)