ქალი, რომელიც დაზარალებულებს ატყუებდა, რომ ფლობდა მშენებლობებს და საცხოვრებელ თუ კომერციულ ფართებს დაბალ ფასად სთავაზობდა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით, თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი დაზარალებულებს ეცნობოდა სხვადასხვა პირის სახელით, აწვდიდა ყალბ ინფორმაციას თავისი ოჯახის წევრების მიერ თითქოსდა წარმოებული სამშენებლო საქმიანობის შესახებ და ჰპირდებოდა თბილისსა და ბათუმში მშენებარე საცხოვრებელი ბინებისა და კომერციული ფართების საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად გადაცემას.
“აღნიშნულის სანაცვლოდ 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის ივლისის ჩათვლით დროის პერიოდში, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას 295.650 ლარისა და 135.000 აშშ დოლარის ოდენობით. ბრალდებულმა თაღლითურად დაუფლებული თანხის აზარტული თამაშების კომპანიებში გადარიცხვითა და თანხის გარკვეული ოდენობის კვლავ საბანკო ანგარიშზე დაბრუნებით, სხვის სახელზე უძრავ-მოძრავი ქონების შეძენითა და რეგისტრაციით, განახორციელა უკანონო ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემა. შენიღბა უკანონოდ მიღებული შემოსავლის ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო და რეალური მესაკუთრე, რითაც მიიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი.
მოქალაქეთა ნდობის მოპოვებისა და დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების გაადვილების მიზნით, იგი სარგებლობდა საქართველოს პროკურატურის თანამშრომლის სახელით.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდადებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით, თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე,” – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს ცარიელი სპეკულაციებია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ რაციონალურ ფარგლებში

თუ ყაველაშვილის შეწყალებას არ აღიარებ, ყაველაშვილის და კობახიძის დანიშნულ არჩევნებს რანაირად აღიარებ? აქ ხდება მარტივი რამ – „დიფ სთეითმა“ გადაწყვიტა, გამოეყვანა ეს ადამიანები პარლამენტიდან და შეეყვანა ციხეში, ეს არის რეალობა

ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე – უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები

გახარია გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს