ქალთა ინტერპარტიული განცხადება: გამოვხატავთ სოლიდარობასა და მხარდაჭერას ბოკუჩავს მიმართ

ქალები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ისინი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს, თინა ბოკუჩავას სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებენ.
ისინი აღნიშნავენ, რომ ბოკუჩავას ქმრის, კოტე იოსელიანის გატაცება და მის მიმართ მუქარა, ქართული ოცნების ხელისუფლების მიზანმიმართული მცდელობაა, “დააშინონ და გააჩუმონ ქალები პოლიტიკაში”.
ამ დროისთვის განცხადებას ხელს 100-მდე პოლიტიკოსი ქალი აწერს ხელს.
“ქალები პოლიტიკური პარტიებიდან ერთხმად გამოვხატავთ სოლიდარობასა და მხარდაჭერას თინა ბოკუჩავას მიმართ – ქალის, დედის, პოლიტიკოსისა და პარტიის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გახდა პოლიტიკური ძალადობის და მის ოჯახზე განხორციელებული მორალური ტერორის პირდაპირი სამიზნე.
ეს არის მიზანმიმართული მცდელობა დააშინონ და გააჩუმონ ქალები პოლიტიკაში. მეთოდები, რომლითაც ებრძვიან ქალ პოლიტიკოსებს არის სრულიად მიუღებელი, დანაშაულებრივი და ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი. რეჟიმის ბრძოლა ქალების წინააღმდეგ გამაოგნებელ მასშტაბს იძენს, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენც გვინდა ხმამაღლა და გარკვევით ვთქვათ:
არ გვეშიანია!
არ გავჩუმდებით და ვიბრძოლებთ ძალადობრივი და მოღალატეობრივი რეჟიმის დემონტაჟისთვის”, – წერია განცხადებაში.