“ქალები, რომლებიც ჩვენს ზურგს ამაგრებენ და არასოდეს ჩანან, იმსახურებენ მადლიერებას და აღიარებას” – ანა არგანაშვილი

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა / Salome Zourabichvili, დამაჯილდოვა ღირსების მედლით ადამიანის უფლებების და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ბავშვების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების უფლებების დაცვისთვის – როგორც ადვოკატი უფლებადამცველი. ჩემი სავსეა პრეზიდენტის მიმართ მადლიერებით, პირველ რიგში, ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციის კუთხით მისი დიდი წვლილისთვის და შემდეგ ამ ჯილდოსთვის.
რადგან მე საქართველოში არ ვარ, დაჯილდოვებაზე დედას Kate Beradze ვთხოვე მისვლა. ქალები, რომლებიც ჩვენს ზურგს ამაგრებენ და არასოდეს ჩანან, იმსახურებენ მადლიერებას და აღიარებას.
განსაკუთრებული მადლობა პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR ყველა წევრს, რომელთა წვლილი უდიდესია იმ საქმეში რაც გამიკეთებია. კარგი ბრძოლები ყოველთვის ერთად ბრძოლებია. მადლობა ყველა ქალს, თანამშრომელს, მეგობარს, მოკავშირეს – ჩვენ ერთად ბევრად მეტ და კარგ საქმეს გავაკეთებთ ამ ქვეყნის გასაძლიერებლად!