ქალბატონო სალომე, ხელისუფლების წყაროა ხალხი და არა თქვენ! ხალხმა უკვე გააკეთა მყარი პოლიტიკური არჩევანი და ქვეყნის მმართველობის ლეგიტიმაცია გადასცა პოლიტიკურ პარტიას “ქართულ ოცნებას”

ქალბატონო სალომე, ხელისუფლების წყაროა ხალხი და არა თქვენ! ხალხმა უკვე გააკეთა მყარი პოლიტიკური არჩევანი და ქვეყნის მმართველობის ლეგიტიმაცია გადასცა პოლიტიკურ პარტიას “ქართულ ოცნებას”
„მორჩით კოლექტიური დასავლეთისათვის პოლიტიკოსობანას საჩვენებელ თამაშს და სახელმწიფოებრივად იაზროვნეთ,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი , რითაც პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას „გეგმა არის ახალი , იქამდე კი 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება – გარდამავალი პერიოდი სტაბილური უნდა იყოს, ამიტომ არავის ვიჭერთ, არავის ვაგდებთ, არავის აქვს დევნის მომენტი“ ეხმიანება.
მეგრელიშვილი პრეზიდენტს მოუწოდებს პატივი სცეს პრეზიდენტის სტატუსს და დასაცინად ნუ გაიხდით თავს. „ქალბატონო სალომე, ხელისუფლების წყაროა ხალხი და არა თქვენ! და ამ ხალხმა უკვე გააკეთა მყარი პოლიტიკური არჩევანი და ქვეყნის მმართველობის ლეგიტიმაცია გადასცა პოლიტიკურ პარტიას “ქართულ ოცნებას”.
შესაბამისად, ხალხის უმრავლესობის პოლიტიკური ნების მიუღებლობა რაც თქვენ როგორც პრეზიდენტს და ოპოზიციას როგორც ყველაზე ანტისახელმწიფოებრივ ძალას გჭირთ- ამავე ხალხს ფეხზე ჰკიდია! თქვენ მიერ ხელისუფლების მიმართ გაჟღერებული ბრალდებები – მაგალითად ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე, ფაქტებით ვერ დასტურდება, ვერც დადასტურდება რადგან ფარულობის დარღვევა ელექტრონულ არჩევნებზე ნიშნავს რომ პრაქტიკულად არის შესაძლებელი კონკრეტული ბიულეტენის კავშირი დადგინდეს კონკრეტულ ადამიანთან რაც სისტემურად უბრალოდ შეუძლებელია.
თქვენი მოთხოვნა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, არჩევნებამდე კი 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მდგომარეობით გაგრძელდეს ცხოვრება, მათ შორის ახალ რიგგარეშე არჩევნებამდე არ ჩატარდეს პრეზიდენტის არჩევნები (არ გინდათ პოსტის დატოვება) ხალხის უმრავლესობის პოლიტიკურ ნებას ეწინააღმდეგება და ესეც გამორიცხულია. რაც შეეხება საყოველთაობის პრინციპს შეგახსენებთ, რომ სწორედ ს გამართული მუშაობის შედეგად ყველას შეეძლო ხმის მიცემის უფლებით ესარგებლა თუ საკონსულოში აღრიცხვაზე დადგებოდა (ან უბანზე მივიდოდა მისი გახსნის შემდეგ და რეგისტრაციას გაივლიდა). ასე რომ მორჩით კოლექტიური დასავლეთისათვის პოლიტიკოსობანას საჩვენებელ თამაშს და სახელმწიფოებრივად იაზროვნეთ. პატივი ეცით პრეზიდენტის სტატუსს და დასაცინად ამჯერად მაინც ნუ გაიხდით თავს,“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

განცხადებები პარლამენტიდან გასვლაზე კანონის დარღვევით იმიტომ დაწერეს, რომ მერე კანონის დაცვით აღარ დაწერონ და პარლამენტიდან გასვლა მართლა არ მოუწიოთ. სულ ესაა აგენტურული ოპოზიციის მორიგი თაღლითობა, რომელიც უმარტივესად იშიფრება