“ქალბატონო პრეზიდენტო, დარჩით მედგრად!” – გიტანას ნაუსედა სალომე ზურაბიშვილს

ლი­ე­ტუ­ვის პრე­ზი­დენ­ტი გი­ტა­ნას ნა­უ­სე­და აცხა­დებს, რომ “სა­ქარ­თვე­ლო უკე­თესს იმ­სა­ხუ­რებს“.

“მისი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­დან სულ რა­ღაც რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ახა­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან სა­ხი­ფა­თო ჩა­მო­ცი­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს. ის ქვე­ყა­ნას ევ­რო­პის­თვის ზურგს აქ­ცე­ვი­ნებს.

ლი­ე­ტუ­ვა ყო­ველ­თვის მხარს და­უ­ჭერს თა­ვი­სუ­ფალ და და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლოს და მის მა­მაც ხალ­ხს.

ქალ­ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, დარ­ჩით მედგრად!”, – წერს ლი­ე­ტუ­ვის პრე­ზი­დენ­ტი გი­ტა­ნას ნა­უ­სე­და და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მარ­თავს.

პარ­ლა­მენ­ტმა “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე პრე­ზი­დენ­ტის ვეტო დაძ­ლია. ფრაქ­ცია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ წარ­დგე­ნილ და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ ვე­ტო­და­დე­ბულ პრო­ექტს 84 ხმით და­უ­ჭი­რეს მხა­რი.

ასევე დაგაინტერესებთ