“ქალბატონო ინგა, მე ტაშს ვუკრავ საქართველოს ნაკრებს და არა კაშიას” – სანდრო ბრეგაძე

“— ინგა გრიგოლიამ თავის გადაცემა “რეაქციაში “ დღეს ბრძანა, რომ ის ხალხი ვინც გურამ კაშიას აკრიტიკებდა ლგბტ სამკლავურის გაკეთების გამო, დღეს მას ტაშს უკრავსო
— ქალბატონო ინგა – ალბათ ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი ლგბტ სამკლავურის გაკეთებისა მე გახლდით და მინდა გითხრათ რომ ტაშს ვუკრავ საქართველოს ნაკრებს და არა კაშიას. ღმერთმა ქნას მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს საქართველოს ნაკრები – მაგრამ ასეც რომ მოხდეს – მაინც არასოდეს და ვერასოდეს დავუკრავ ტაშს ვინმეს (თუნდაც უდიდესი ხელოვანის ან სპორტსმენის) მიერ ლგბტ სამკლავურის გაკეთებას.
— ერთია სპორტული მიღწევა და მეორე სამოქალაქო პოზიცია. ვერასოდეს ვერანაირი სპორტული მიღწევა ვერ გადაფარავს მოქალაქის არასწორ და მიუღებელ პოზიციას.  ჩემთვის (იმედია ქართველთა უმრავლესობისთვის) ლგბტ სამკლავურის გაკეთება კატეგორიულად მიუღებელი იყო, არის და იქნება ‼️‼️‼️“-წერსსოციალურ ქსელში “ქართული მარშის ლიდერი”, .