ქალბატონი კელი დეგნანი ძალიან არასწორად და უსამართლოდ მომექცა პირადად მე – მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე

[იყო] ცილისწამება, დიდი ლანძღვა-გინება ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, რასაც ძალიან ცუდი, უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდა, მათ შორის ჩემს შვილებზე. ერთ-ერთ შვილს დღემდე ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ამ კუთხით და დღემდე ვმკურნალობთ, – ამის შესახებ ს საქმის მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ „იმედის კვირასთან“ განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ შეაფასა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც გვარამიას სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.
„ამ სპეკულაციებს საბოლოო წერტილი დაუსვა ძალიან მყარად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ. ვინ ყოფილა მართალი? ისინი – ყველა ერთად, თუ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე? მინიმუმ, ბოდიში აქვთ მოსახდელი ჩემთან“, – აცხადებს ჩხიკვაძე.
მან ასევე ისაუბრა იმაზე თუ როგორ მოსთხოვეს მას -ის საელჩოში გვარამიას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ანგარიში და მალევე მოსამართლეთა გაცვლითი პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლაზეც უარი უთხრეს.
„ქალბატონი კელი დეგნანი [აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში] ძალიან არასწორად და უსამართლოდ მომექცა პირადად მე. არადიპლომატიური, არამეგობრული და არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო თავის დროზე ჩემს მიმართ და რაღაც კეთროვანად გამომაცხადეს“, – განაცხადა მოსამართლემ.

ასევე დაგაინტერესებთ