ქალბატონი ზურაბიშვილი თავისი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის, მათ, ვისაც ჩვენი სჯერა, უნდა დავუმტკიცოთ, რომ მართლები არიან – ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო

ქალბატონი ზურაბიშვილი თავისი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის, მათ, ვისაც ჩვენი სჯერა, უნდა დავუმტკიცოთ, რომ მართლები არიან – ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო
დავყრუვდით? არ გვესმის, რას უკეთებენ ყოველ ღამეს დემონსტრანტებს თბილისში? მე ჩავედი მათთან შესახვედრად, მათ მოჰპარეს, თავისუფლებას ჰპარავენ, ევროპაზე ოცნებას ჰპარავენ, „ქართული ოცნება“ მხოლოდ სკენ იხედება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ განაცხადა.
როგორც ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე დებატები იმართება, საქართველოს მმართველი პარტია მუდმივად იმეორებს, რომ საქართველო ევროპულია და ის არ არის რუსეთი.
„ძვირფასო კოლეგებო, დავბრმავდით? ვერ ვხედავთ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ რეპრესიებს?დაკავებებს? ცემას? ჟურნალისტები და ოპოზიციის ლიდერები ციხეში. ჩვენ ვხედავთ ღრუბელს ქვეყანაზე. მოწვეული იქნა ევროპარლამენტში პრეზიდენტ მეცოლას მიერ. ქალბატონი ზურაბიშვილი თავისი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის. საქართველო მიეკუთვნება ჩვენი ევროპული დემოკრატიის სახლს. მათ, ვისაც ჩვენი სჯერა, უნდა დავუმტკიცოთ, რომ მართლები არიან“, – განაცხადა ლუაზომ.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და ამბიციური მიზანი – 2030 წლისთვის საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“ – ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს

„ჩვენ მივესალმებით უნგრეთის მხარის მზადყოფნას, გამოყოს დარგობრივი ექსპერტი, რომელიც მხარს დაუჭერს სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში ევროინტეგრაციის მოთხოვნების შესრულების პროცესში“ – დავით სონღულაშვილი