ქალაქ დნეპრში 4 ივლისი გლოვის დღე გამოცხადდა დაბომბვის შედეგად ხალხის დაღუპვის გამო

3 ივლისს უკრაინის ქალაქ დნეპრზე რუსეთის საავიაციო და სარაკეტო თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა 53 ადამიანი, მათგან ოთხი მძიმე მდგომარეობაშია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელში განათავსეს თავდასხმის შედეგი ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, რომელზეც ჩანს იერიშის შედეგად გაჩენილი რამდენიმე ხანძარი, დამწვარი მანქანები, დანგრეული შენობები და ბენზინგასამართი სადგური.
4 ივლისი ქალაქ დნეპრში დაღუპულთა გლოვის დღედ გამოაცხადა.
რუსეთის ხელისუფლებას, წინა შემთხვევების მსგავსად, ქალაქზე დნეპრის დაბომბვასთან დაკავშირებით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს