ქადაგიძე: მეფისნაცვლები „ცეკას“ მეორე მდივნებმა ჩაანაცვლეს და „ცეკა“ – „ენჯეოებმა”, თუ როგორაა ეს ამბავი?!

„მარტივი პარადოქსები: ევროპარლამენტში დაინიცირებული კანონი გამჭვირვალობას ემსახურება და საქართველოში დემოკრატიას ებრძვის; საფრანგეთის ელჩი მხარს უჭერს ფრანგულს და ეწინააღმდეგება ქართულ გამჭვირვალობას; ამერიკულ კანონში რელიგიური ორგანიზაციებიც კი კანონის ჩარჩოში ექცევიან, ხოლო ჩვენთან მდიდარმა NGO სექტორმა დეკლარაცია რომ შეავსოს, პრობლემაა“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, დასავლეთისთვის გამჭვირვალობის შესახებ კანონი მისაღებია, საქართველოსთვის კი თურმე მისი ინიცირება არ შეიძლება, რაც პარტნიორების მხრიდან ორმაგ სტანდარტებს აჩვენებს და ეს მიუღებელია.
„მარტივი პარადოქსები: ევროპარლამენტში დაინიცირებული კანონი გამჭვირვალობას ემსახურება და საქართველოში დემოკრატიას ებრძვის; საფრანგეთის ელჩი მხარს უჭერს ფრანგულს და ეწინააღმდეგება ქართულ გამჭვირვალობას; ამერიკულ კანონში რელიგიური ორგანიზაციებიც კი კანონის ჩარჩოში ექცევიან, ხოლო ჩვენთან მდიდარმა NGO სექტორმა დეკლარაცია რომ შეავსოს, პრობლემაა; ანუ, ამერიკული „ფარა“, ფრანგული კანონპროექტი და ევროკავშირში გაჟღერებული ინიციატივა გამჭვირვალობაზე აუცილებელია მათთვის და აკრძალულია ქართველებისთვის?! რა ვიცი, აბა, მოსკოვისთვის რაც ნებადართული იყო და თბილისს ეკრძალებოდა, მაგას არ ვებრძოდით?! მეფისნაცვლები „ცეკას“ მეორე მდივნებმა ჩაანაცვლეს და „ცეკა“ – „ენჯეოებმა”, თუ როგორაა ეს ამბავი?!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ბევრი მეტყვის რაღა დროს ნაცების შედარებააო, მაგრამ არც ერთ ერს არ აქვს მომავალი, რომელიც წარსულს დაივიწყებს – სანაიაც ამიტომ არის დიდ გულზე, მომღიმარი. იცის, რომ არავინ ზედმეტად არ შეეხება და აგზავნის ჰაეროვან კოცნებს

2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაᲨთია, იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა – ამას ვწერ იმიტომ, რომ ეკონომიკაც უზარმაზარი ფაქტორია რომელიც პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე ახდენს გავლენას და Ჩვენ არც ამას ვიმᲩნევთ

მარგუს ცაჰკნას პარტიამ ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში ხმათა 1,7% მიიღო, საკუთარ ქვეყანაში არაფრით გამორჩეული და ჭიჭეს დონის პოლიტიკოსი ზოგიერთი ქართველისთვის მეტრად და მისაბაძ ადამიანად იქცა – სწორედ ეს არის ეროვნული ტრაგედია