ქადაგიძე: ბატონო ბრაუნ, სააკაშვილს კიდევ დიდი ხნით მოუწევს მსჯავრის ქვეშ ყოფნა

მრავალთვიანი პაუზის შემდეგ, არახამია გამოჩნდა და სააკაშვილის ში დაბრუნებასთან ერთად, საქართველოს მხრიდან სანქციების თავის არიდებაზე დაიწყო საუბარი, – წერს “ხალხის ძალის” წევრი სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, არახამიამ გადაწყვიტა, ვითომდა სკანდალური განცხადება გაეკეთებინა, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის მოქმედი მაღალჩინოსნის, ადეიშვილის ექსტრადირება მოითხოვა.
“მრავალთვიანი პაუზის შემდეგ, არახამია გამოჩნდა და სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებასთან ერთად, საქართველოს მხრიდან სანქციების თავის არიდებაზე დაიწყო საუბარი. ნეტავ რამ გაახსენა ჩვენი თავი, მოვენატრეთ?! არა, საქართველოს მთავრობამ ევროპის ქვეყნებს მიმართა წერილით, კრიმინალი ადეიშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით. ადეიშვილი კი უკრაინის მოქმედი მაღალჩინოსანია.
ჰო და უკრაინის ნაძირალა მთავრობის ანასხლეტმა არახამიამ გადაწყვიტა, ვითომ და სკანდალური განცხადება გააკეთოს – სააკაშვილი მოითხოვა და საქართველო დაადანაშაულა საერთაშორისო სანქციების დარღვევაში. ბატონო ბრაუნ, სააკაშვილის კიდევ დიდი ხნით მოუწევს მსჯავრის ქვეშ ყოფნა და ადეიშვილი კი, დღეს თუ არა ხვალ მაინც წარდგება ქართული მართლმსაჯულების წინაშე. სანქციებს რაც შეეხება, ჯერ ამერიკა-ევროკავშირს მოსთხოვე განმარტება თუ რატომ აგრძელებენ საგან იმპორტს მესამე ქვეყნების მეშვეობით და მერე დაგიჯერებთ გულწრფელობაში!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვხედავთ, რომ უცხო ქვეყნებიდან ჩამოდიან ადამიანები, რომელთა პირად ცხოვრებაში არ ვერევით, აზრადაც არ მოგვივა, მათ ოჯახში შევიდეთ და ცხოვრების წესი დავუწუნოთ, რადგან ეს მათი უფლებაა, თავად კი გვასწავლიან, როგორ ვიცხოვროთ