ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდი გამარჯვებით დაასრულა.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა, თბილისის სპორტის სასახლეში მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, პორტუგალიის ნაკრები 2:1 დაამარცხა.
გატანილი გოლების გარეშე დასრულებული პირველი ნახევრის შემდეგ, პორტუგალიის ნაკრებმა ანგარიში მეორე ტაიმის დებიუტში გახსნა. 33-ე წუთზე გიორგი ჩიმაკაძის პასით ანგარიში ჩიმბამ გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი, 38-ე წუთზე გიორგი ღავთაძემ გაიტანა.
nakrebi.ge