ფუმიო კიშიდა – ისრაელზე ირანის თავდასხმას მკაცრად ვგმობთ

იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას განცხადებით, ს წინააღმდეგ ირანის შეტევას მკაცრად გმობს.
“ეს შეტევა კიდევ უფრო ამძიმებს მიმდინარე ვითარებას ახლო აღმოსავლეთში. ღრმად ვართ შეშფოთებული და მკაცრად ვგმობთ ასეთ ესკალაციას”, – განუცხადა კიშიდამ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, იაპონია გააგრძელებს დიპლომატიურ ძალისხმევას სიტუაციის გაუარესების თავიდან ასაცილებლად და სიტუაციის დასაწყნარებლად და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით რეაგირებას.
”ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა და სტაბილურობა ახლო აღმოსავლეთში“, – აღნიშნა იაპონიის პრემიერმა.
შეგახსენებთ, ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა შაბათს ღამით მისი ტერიტორიის მიმართულებით 350-მდე დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე.

ასევე დაგაინტერესებთ