“ფული სჭირდებოდათ და ამიტომ გაყიდეს კვარაცხელია” – ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი

„ფიორენტინასა“ და „პალერმოს“ ყოფილმა მეკარემ, ჯანლუკა ბერტიმ TuttoMercatoWeb-თან სკუდეტოსთვის ბრძოლაზე და „ნაპოლიდან“ ხვიჩა კვარაცხელიას წასვლაზე ისაუბრა.
„ინტერისგან“ სამქულიანი ჩამორჩენა არაფერს ნიშნავს, „ნაპოლი“ ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლებს. თუმცა, ფავორიტები მილანელები არიან.
რატომ ვერ შეინარჩუნეს იანვარში კვარაცხელია? როდესაც გუნდს მისი საუკეთესო ფეხბურთელი ტოვებს და შემცვლელი არ ჰყავთ, რთული ვითარება იქმნება. ალბათ, თავიდანვე რაღაც არასასიამოვნო სიტუაცია იყო. „კვარას“ ნაცვლად ნოა ოკაფორი“ დაიმატეს, რის გამოც გაკვირვებული დავრჩი. ცხადია, უბრალოდ ფული სჭირდებოდათ და ქართველს ამიტომ შეელიენ“.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში