ფული, რომელსაც “ქართული ოცნება” ვერ აკონტროლებს, იმას ეძახის “უცხოურ ფულს”, უცხოურ გავლენას და აი, ამის გაკონტროლება სურს სწორედ “ქართულ ოცნებას”, – ასე აფასებენ იურისტებიგრანტების შესახებ “ოცნების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს.
ნიკა სიმონიშვილის შეფასებით, ცვლილებები რეალურად არ ეხება მხოლოდ ორგანიზაციებს და შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერ მოქალაქეზე, რომელიც უცხოური წყაროდან ფინანსურ რესურსს იღებს და საზოგადოებრივ საკითხებზე აქტიურობს.
ფული, რომელსაც “ქართული ოცნება” ვერ აკონტროლებს, იმას ეძახის “უცხოურ ფულს”, უცხოურ გავლენას, მაგამ, რეალურად, ეს არის ორგანიზაციების და ადამიანების დამოუკიდებლობის გარანტია, დამოუკიდებლობის “ქართული ოცნებისგან” და იმ ფულისგან, რომელსაც “ქართული ოცნება” ვერ აკონტროლებს და აი, ამის გაკონტროლება სურს სწორედ “ქართულ ოცნებას”. ამიტომ, ისინი აკეთებენ იმას, რომ ცდილობენ, ნებისმიერმა პირმა, უბრალოდ, უცხოური თანხა აღარ მიიღოს და ამბობენ იმას, რო, თუ შენ მიიღებ, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ორგანიზაცია თუ ფიზიკური პირი, თანხას უცხოური წყაროდან და თუ ეს შეთანხმებული არ იქნება “ქართულ ოცნებასთან”, ამის გამო 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დაგემუქრება. ამას კონსტიტუციასთან კი არა, არამედ არც სამართალთან და არც, ზოგადად, ჰუმანურობასთან არ აქვს საერთო. “ქართული ოცნება” საკანონმდებლო ხვრელებს კი არ ამოქოლავს აქ და კანონდამრღვევების გამოვლენას კი არ ცდილობს, არამედ ცდილობს იმას, რომ ამ ქვეყანაში დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანებმა ფინანსები, ფული ვეღარ მიიღონ “ქართული ოცნებისგან” დამოუკიდებელი წყაროს მეშვეობით, – ამბობს ნიკა სიმონიშვილი.
კანონპროექტის შინაარსსა და მის შესაძლო პრაქტიკულ შედეგებზე ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთი იურისტი, რომლის განცხადებით, ცვლილებები ბუნდოვანი ფორმულირებების გამო ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას ტოვებს და მოქალაქეებისთვის სამართლებრივ გაურკვევლობას ქმნის.
იმდენად ფართოდ წერია და ბუნდოვნად, რომ რეალურად, ინტერპრეტაციის საკითხი იქნება მერე უკვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან. შეიძლება, როგორც გითხარით, აი, ასეთი ურბალოდ გადმორიცხვა, რომელიც გულისხმობს ამ თქვენს შემთხვევას, ინფლუენსერის შემთხვევას, შეიძლება, იყოს კომერციული მიზნებისთვის ან მეგობარმა გადმოგირიცხოს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, შეიძლება აღქმული იქნას ეს როგორც გრანტი თუ თქვენ რაღაც ვიდეოს გამოქვეყნებთ, პოსტს დაწერთ ან იაქტიურებთ საჯაროდ რაიმე პოლიტიკასთან დაკავშირებით. აქ საუბარი არ არის პარტიულ პოლიტიკაზე, ჩვეულებრივი საკითხები, როგორიც არის ყოფითი საკითხები, გზები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ა.შ. ამაზე აზრის დაფიქსირებაც შეიძლება, ჩათვლილი იყოს როგორც საქართველოს საშინაო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მცდელობა. შესაბამისად, ეს საფრთხე ნამდვილად არსებობს. მიზანი არის ის, რომ ყველა ადამიანი, ვინც გადაწყვეტს, რომ რაიმე აქტივობა განახორციელოს, რომელიც პირდაპირ ან ირიბად შეიძლება, პოლიტიკასთან იყოს შემხებლობაში, ყველა ადამიანს ჰქონდეს ჩართული ე.წ. თვითცენზურის მექანიზმი, რომ ამით ხომ არ შეიძლება, რომ რაღაც კანონს არღვევდე და ამის გამო შეიძლება, პასუხისგებაში მიეცე, – ამბობს იურისტი.
მომავალი კვირიდან პარლამენტი საგაზაფხულო სესიას ახალი კანონების დამტკიცებით გახსნის. “ოცნება” ციხით ემუქრება ყველას, ვინც გრანტებს მათი თანხმობის გარეშე მიიღებს. გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონპროექტი პარლამენტის ვებ გვერდზე უკვე ატვირთულია.
კანონპროექტი იხილეთ ბმულზე.




