“ფსიქოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ რთულია, დაკითხვა ვერ მოხერხდა” – სამხედრო მოსამსახურის, ლაშა გუჯეჯიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მეგობარს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

სამხედრო მოსამსახურის, ლაშა გუჯეჯიანის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს, ხვიჩა ვარდიაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მას გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება. თავდაპირველად, საქმე ორი მუხლით იყო აღძრული, თუმცა მეორე, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარება, მოიხსნა, რადგან მკვლელობაში ბრალდებული თავადაც სამხედროა და მას იარაღის ტარების უფლება ჰქონდა. დაკავებული ჯერ არ დაუკითხავთ. ადვოკატმა წინასწარი დაკავების იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა.
აღიარებს თუ არა დაკავებული დანაშაულს – ჯერჯერობით უცნობია. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულს მომხდართან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია აქვს, რომელსაც სასამართლოზე ისაუბრებს. ასევე, ადვოკატი აცხადებს, ბრალდებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ რთულია, რის გამოც მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა.
ცნობისთვის, 43 წლის ლაშა გუჯეჯიანს თავისივე მეგობარმა რამდენიმე ტყვია ესროლა. ის ადგილზევე დაიღუპა. მოტივად შელაპარაკება სახელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მოქალაქეები საგამოძიებო კომისიაზე მოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ – “ჩემი ბიზნესი “ნაციონალურმა მოძრაობამ” წამართვა ხაზარაძე-ჯაფარიძისა და “თიბისი” ბანკის ხელით”, შესაბამისად, მათთან არსებობს კითხვები – თეა წულუკიანი

ვიღებთ კანონს, რომლითაც დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების პირობები იქნება გაადვილებული, ასე რომ, ნურავის ექნება იმედი, რომ კორუფციაში ჩაერთვება, ფულს გაათეთრებს, სახელმწიფოს ან კერძო პირს დააზიანებს და ეს ფული შერჩება