ფსბ: ბრიანსკის ოლქში დატყვევებულია სამი უკრაინელი სპეცრაზმელი

ს უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა (ფსბ) განაცხადა, რომ ბრიანსკის ოლქში დატყვევებულია სამი უკრაინელი სპეცრაზმელი. იტყობინებიან, რომ ისინი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დივერსიას ამზადებდნენ. კიდევ სამი ადამიანი მოკლულია.
ს სახელმწიფო არხმა RT-მ გაავრცელა სამი უკრაინელის ტყეში დაკითხვის ვიდეო, რომელშიც ისინი თავიანთ სახელებსა და დაბადების თარიღებს ასახელებენ და აცხადებენ, რომ მსახურობენ კროპივნიცკში (ყოფილი კიროვოგრადი) ბაზირებულ სპეციალური დანიშნულების მე-3 ცალკეულ პოლკში. მათ მიერ მოწოდებული მონაცემების ნამდვილობა ამ ცნობის გამოქვეყნების დროისთვის დამოუკიდებლად არ დადასტურებულა. დაკითხულთაგან ერთ-ერთი დაჭრილია, ვიდეოჩანაწერში ჩანს მოკლულთა ცხედრები.
ფსბ-მ დატყვევებული მამაკაცების წინააღმდეგ არაერთი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ განაცხადა, მათ შორის დივერსიის მომზადების, იარაღით უკანონო ვაჭრობის და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის შესახებ. საერთაშორისო სამართალი კრძალავს სამხედრო ტყვეების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას სამხედრო მოქმედებებში უშუალოდ მონაწილეობისთვის.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს