ფრონტზე 68 საბრძოლო შეტაკება მოხდა – უკრაინის გენშტაბი
უკრაინის თავდაცვის ძალებმა დღის განმავლობაში ოკუპანტის 30-ზე მეტი შეტევა მოიგერია ავდიივკას მიმართულებით, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბი იუწყება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სულ 68 საბრძოლო შეტაკება მოხდა სხვადასხვა მიმართულებით.
„ავდიივკას მიმართულებით, ოკუპანტმა, ავიაციის მხარდაჭერით, წარუმატებელი თავდასხმები ჩაატარა, სადაც თავდაცვის ძალებმა მოიგერია 30-ზე მეტი შეტევა.
კუპიანსკის მიმართულებით მოწინააღმდეგემ შეტევა განახორციელა ხარკოვის ოლქში, სადაც თავდაცვის ძალებმა 13 თავდასხმა მოიგერიეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
გენშტაბის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს ოკუპანტების 10 თავდასხმა.
„მარინკას მიმართულებით, დამპყრობლებმა, ავიაციის მხარდაჭერით, წარუმატებელი თავდასხმები ჩაატარეს დონეცკის რეგიონის მარინკასა და ნოვომიხაილოვკას რაიონებში, სადაც თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 9 თავდასხმა.
დამპყრობელმა არ ჩაატარა შეტევითი მოქმედებები ლიმანის და შახტარსკის მიმართულებით. ზაპოროჟიეს მიმართულებით, ოკუპანტმა წარუმატებლად 5-ჯერ სცადა დაკარგული პოზიციის აღდგენა.
უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას მელიტოპოლის და ბახმუტის მიმართულებით, დანაკარგს აყენებენ საოკუპაციო ჯარებს ცოცხალი ძალითა და ტექნიკით. თავდაცვის ძალები აგრძელებენ პოზიციების დაკავებას ხერსონის ოლქში დნეპრის მარცხენა სანაპიროზე.
რუსეთის საოკუპაციო ჯარების სამხედრო მოსამსახურეებს შორის არსებობს მოსაზრება, რომ ხელმძღვანელობა მათ საზარბაზნე ხორცად იყენებს და დანაკარგებსაც არ ითვლის“, – აღნიშნავს გენშტაბი.
