სერია A-ს მეთოთხმეტე ტურში „ფროზინონე“ გასვლაზე „მილანთან“ 1:3 დამარცხდა.
მასპინძელთა თავდამსხმელმა ლუკა იოვიჩმა გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. “როსონერის” მეკარე მაიკ მენიომ საგოლე გადაცემა გააკეთა – ზედიზედ მესამე სეზონში.
სტუმართა გუნდის შემტევი გიორგი კვერნაძე კვლავ სათადარიგო იყო.
„მილანი“ 29 ქულით მესამე ადგილზეა და 9 დეკემბერს ბერგამოში „ატალანტას“ დაუპირისპირდება.
„ფროზინონე“ 18 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა და 10 დეკემბერს „ტორინოს“ უმასპინძლებს.
მილანი – ფროზინონე 3:1
გოლები: 1:0 იოვიჩი (43), 2:0 პულიშიჩი (50), 3:0 ტომორი (74), 1:3 ბრეშიანინი (82)