იტალიის თასის მერვედფინალში “ნაპოლი” შინ “ფროზინონესთან” 0:4 დამარცხდა. ჟურნალისტებმა “პარტენოპეის” პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის 4 წლის წინანდელი ინტერვიუ გაიხსენეს, მაშინ კინოპროდიუსერმა სერია A-ს აუტსაიდერები, მათ შორის “ფროზინონეც” გააკრიტიკა.
“რა ესაქმე “ფროზინონეს” სერია A-ში? მათ თამაშებზე გულშემატკივრები არ დადიან, უმაღლეს ჩემპიონატში გადმოდიან, შემდეგ კი ისევ ვარდებიან. როდესაც ასეთი უსუსური ხარ, ჯარიმას უნდა იხდიდე და დაფინანსებას არ უნდა იღებდე”, – განაცხადა დე ლაურენტისმა 2019 წელს.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს მორიგ მატჩს 23 დეკემბერს, “რომას” წინააღმდეგ გამართავს.
-15DEC/01/2-de-laurentisi.jpeg” border=”0″ alt=”alt” title=””ფროზინონეს” სერია A-ში რა ესაქმება?” – რას ამბობდა დე ლაურენტისი 4 წლის წინ?” style=”height: 50px; width: 50px;” />შეშფოთებულმა დე ლაურენტისმა მაცარის გარანტია მოსთხოვა – ცნობილი გახდა შეხვედრის დეტალები