ფროზინონემ კვერნაძის ტრანსფერი გამოისყიდა – რამდენ მილიონს მიიღებს ფოთის კოლხეთი?

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი კვერნაძე კვლავ იტალიაში ითამაშებს.
სერია B-ში დაქვეითებულმა „ფროზინონემ” 21 წლის ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი გამოისყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის დირექტორმა გვიდო ანჯელოციმ დაადასტურა.
Transfermakt-ის ინფორმაციით, ს „კოლხეთი” მოთამაშის სანაცვლოდ 3 მილიონ ევროს მიიღებს.
სერია A-ს გასულ სეზონში კვერნაძემ „ფროზინონეს” შემადგენლობაში 5 მატჩი ჩაატარა.
წყარო: goal.ge