“ფროზინონემ” გიორგი კვერნაძე გამოისყიდა

ახალი მწვრთნელის ფრანჩესკო ვივარინის წარდგენისას “ფროზინონეს” სპორტულმა დირექტორმა გვიდო ანჯელოციმ განაცხადა, რომ პარასკევს ს “კოლხეთისგან” 21 წლის შემტევი გიორგი კვერნაძე გამოისყიდეს.
ვივარინის თქმით, ქართველმა კარგი შთაბაჭდილება მოახდინა და მომავალ სეზონში მასზე იმედებს ამყარებს.
კვერნაძეს “ფროზინონეში” თამაში იშვიათად უწევდა, გუნდის სერია B-ში დაქვეითების და შემადგენლობის გაახალგაზრდავების შემდეგ კი იმედია, თავის წარმოჩენის საშუალება მიეცემა.