კონსერვატიული ბლოკის – ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი (CDU/CSU) ლიდერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ მისი მთავარი პრიორიტეტია „ევროპის რაც შეიძლება სწრაფად გაძლიერება, რათა ჩვენ ვიყოთ დამოუკიდებლები ამერიკის შეერთებული შტატებისგან“ თავდაცვის სფეროში.
„ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მსგავსი რამის თქმა დამჭირდებოდა ტელევიზიით, მაგრამ გასულ კვირას დონალდ ტრამპის განცხადებების შემდეგ ცხადია: ამერიკის ეს მთავრობა არ ზრუნავს ევროპაზე“.
მერცმა ასევე გაიხსენა, თუ როგორ “ჩაერია” ილონ მასკი გერმანიის არჩევნებში და უწოდა მას “მკვეთრი და სამარცხვინო”.
“ისევე, როგორც ჩვენ მოვისმინეთ მოსკოვიდან წარსულში”, – დასძინა მან.
ამასთან, მერცის თქმით, “ეს არის მისი პარტიის აშკარა გამარჯვება” და ის უზრუნველყოფს, რომ მისი მთავრობა ყველას წარმოადგენდეს.
მერცი ამბობს, რომ უნდა „შეიმუშაოს“ როგორ ჩამოაყალიბოს მთავრობა და სურს ერთი კოალიციური პარტნიორი და არა ორი.
მერცმა გაიმეორა, რომ ყოველთვის ამბობდა, არ აპირებს AfD-თან კოალიციაში შესვლას.
ამასთან მერცი ამბობს, რომ მთავრობის ჩამოყალიბება „გართულდება“, მაგრამ დასძენს, რომ ეს არის ის, რაც „ჩვენ ვიცოდით არჩევნებამდე“.
“დარწმუნებული ვარ, აღდგომამდე მთავრობას შევქმნით“, – განაცხადა მერცმა და დასძინა:
„ევროპა ელის, რომ ძალიან მალე გვეყოლება ძლიერი მთავრობა”.
