ფრიდრიხ მერცი უკრაინისთვის Taurus-ის მიწოდებაზე – რჩება ვარიანტად

Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების უკრაინისთვის გაგზავნა „იყო და რჩება ვარიანტად“, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ARD-ის ეთერში განაცხადა.
ამასთან, კანცლერის თქმით, მიაჩნია, რომ უკრაინის არმიისთვის რაკეტების მიწოდება მის ქვეყანას რუსეთის ფედერაციასთან ომის მხარედ არ აქცევს.
მერცმა განმარტა, რომ Taurus-ის რაკეტებთან მუშაობა უკიდურესად რთულია, ამიტომ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების წვრთნას მინიმუმ ექვსი თვე დასჭირდება. მისი თქმით, ეს სამუშაო ჯერ არ დაწყებულა.
“ჩვენთვის პრობლემა ის არის, რომ ეს სისტემა უკიდურესად რთულია და ჯარისკაცების მასზე მომზადებას მინიმუმ ექვსი თვე სჭირდება. წვრთნიან მათ უკვე? ჩვენ ჯერ ამაზე არ შევთანხმებულვართ. ამაზე ზელენსკისთან ვისაუბრე, კოალიციაშიც განვიხილე. ჯერ არ დაგვიწყია. ეს არის და რჩება ვარიანტად“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა,
ცნობისთვის, Taurus-ის რაკეტა, რომლის მოქმედების რადიუსი 500 კილომეტრია, შექმნილია კრიტიკული სამიზნეების – ხიდების, ბუნკერების, სამეთაურო პუნქტების, საზენიტო-სარაკეტო სისტემების და სხვა დაცული ინფრასტრუქტურის განადგურებისთვის. რამდენიმე წელია გერმანიას სთხოვს, რომ ეს რაკეტები მიაწოდოს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია