ფრიდრიხ მერცი – ში მშვიდობის მიღწევის რეალური შანსი გვაქვს

უკრაინაში მშვიდობის მიღწევის რეალური შანსი გვაქვს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბერლინში, უკრაინის პრეზიდენტთან, სთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„გუშინ და დღეს ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ საერთო პოზიციაზე შეთანხმების მხრივ. კონფიდენციალურ საუბრებში დეტალურად აღვნიშნეთ ჩვენი პოზიციები და ერთმანეთის აზრს მოვუსმინეთ. ვიმედოვნებ, რომ შემდგომ პროგრესს დღეს საღამოს მივაღწევთ“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
მისი თქმით, ტერიტორიების შესახებ შეთანხმება კვლავ მთავარ საკითხად რჩება.
„ოთხი წლის განმავლობაში თავის ტერიტორიას უკრაინელი ხალხი იცავს და ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მათ შეუძლიათ. ტერიტორიული დათმობების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ს შეუძლია“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
მერცის თქმით, „-ის მიერ შეთავაზებული სამართლებრივი და მატერიალური გარანტიები ნამდვილად მნიშვნელოვანია“.
„ეს ნამდვილი პროგრესია, რომელსაც მივესალმები“, – განაცხადა მერცმა.