ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ევროპული სამშვიდობო არმიის განთავსების შესახებ იდეას არ ეთანხმება – Politico

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა უარყო მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტიის“ ლიდერის მანფრედ ვებერის წინადადება, რომლის მიხედვითაც ერთობლივმა ევროპულმა არმიამ, შესაძლოა, უკრაინაში ომისშემდგომ სამშვიდობო პროცესში როლი შეასრულოს, – ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ვებერი, უკრაინაში „ევროპული დროშის“ ქვეშ მოქმედი ჯარისკაცების განლაგების გარდა, გამოვიდა ინიციატივით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობები გაერთიანდეს.
მერცი მიესალმა ვებერის მცდელობებს ევროკავშირის რეორგანიზაციის შესახებ, თუმცა განაცხადა, რომ ეს იდეები ევროპის პრობლემების დაუყოვნებლივ გადაწყვეტას არ უზრუნველყოფს.
„ახლა არსებულ ამოცანებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება“, – განაცხადა მერცმა ვებერის ინიციატივების შესახებ კითხვაზე საპასუხოდ.
Politico წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მერცმა ევროპული არმიის შესახებ ვებერის წინადადებებთან დაკავშირებით ცივი მიდგომა გამოავლინა, მის მთავრობას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული უკრაინაში გერმანელი სამშვიდობოების გაგზავნასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ბერლინი სამშვიდობოების გაგზავნის შესაძლებლობის განხილვაში ისეთივე აქტიური არ არის, როგორც დიდი ბრიტანეთი და

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიაში ქართველმა ემიგრანტებმა ბუნდესტაგის მმართველი კოალიციის წევრებთან შეხვედრები გამართეს – ქიმიური იარაღით შესაძლო მოწამვლაზე საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნა…

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი – მოსკოვურმა არსებებმა: ივანიშვილმა, კობახიძემ უნდა დატოვონ ქვეყანა და საშუალება მისცენ ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას, გააგრძელონ თავიანთი გზა ევროპულ საქართველოსკენ