ფრიდრიხ მერცი ოვალურ კაბინეტში კამათზე – ეს ზელენსკის განცხადებებზე სპონტანური რეაქცია არ ყოფილა და ცხადია, მიზანმიმართული ესკალაცია მოხდა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე მიზანმიმართული ესკალაცია მოხდა, – ამის შესახებ გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
ფრიდრიხ მერცის თქმით, პარასკევს, თეთრ სახლში, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის ვიდეო კადრებს რამდენჯერმე უყურა.
„ჩემი აზრით, ეს ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე ზელენსკის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე სპონტანური რეაქცია არ ყოფილა და ცხადია, რომ მიზანმიმართული ესკალაცია მოხდა. როგორც წესი პრესასთან მსგავსი ტიპის შეხვედრები რამდენიმე წუთს გრძელდება, პარასკევს კი ყველაფერი სხვაგვარად იყო“, – განაცხადა მერცმა.
მერცმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მომხდარი კონფლიქტი აშშ-ის მთავრობის ამჟამინდელ ქცევას ემთხვევა.
„ბოლო კვირებსა და თვეებში განვითარებულ მოვლენებში გარკვეული თანმიმდევრობა შეიძლება გამოიკვეთოს, მათ შორის, მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე ამერიკის დელეგაციის გამოჩენა და ახლა ჩვენ ამას ვაკვირდებით“, – აღნიშნა ფრიდრიხ მერცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა