ფრიდრიხ მერცი – მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე ჩამოვაყალიბოთ მთავრობა – დღეს ვიზეიმებთ და ხვალიდან განვაახლებთ მუშაობას

მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე ჩამოვაყალიბოთ მთავრობა, – ამის შესახებ კონსერვატიული ბლოკის – ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი (CDU/CSU) ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა პარტიის ოფისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ისაუბრა “შესანიშნავ საარჩევნო კამპანიაზე” და „პოლიტიკური ოპონენტების პატივისცემაზე”.
„ახლა ჩვენ ერთად ვისაუბრებთ და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე ჩამოვაყალიბოთ მთავრობა… დანარენი მსოფლიო არ გველოდება.
მსოფლიოში ყველა დაინახავს, რომ გერმანიას ჰყავს სანდო მთავრობა“, – განაცხადა მან და დასძინა: „დღეს საღამოს ვიზეიმებთ და ხვალიდან განვაახლებთ მუშაობას“.
ეგზიტპოლების თანახმად, გერმანიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი – ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი (CDU/CSU) ლიდერობს, მეორე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ხოლო ს „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია მესამე ადგილზეა.

ასევე დაგაინტერესებთ

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ ჩხრეკაზე – ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა,როგორ აწუხებს „ქართულ ოცნებას“ მოქალაქეების პროტესტი – ვაგროვებთ ყველა მონაცემებს, რათა უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს დაუწესდეთ სანქციები

არასამთავრობო ორგანიზაციები ჩხრეკაზე – ეს ქმედებები შიშის დამკვიდრებასა და დამოუკიდებელ სამოქალაქო საქმიანობის შეზღუდვაზე მიმართული კიდევ ერთი მცდელობაა – მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია