ფრიდრიხ მერცი – თუ პუტინი ზელენსკისთან უპირობო მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, მაშინ კიდევ უფრო ძლიერი ზეწოლა იქნება საჭირო

თუ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკისთან უპირობო მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, მაშინ კიდევ უფრო ძლიერი ზეწოლა იქნება საჭირო, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ფრიდრიხ მერცმა და მარკ კარნიმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან „უპირობო მოლაპარაკებები ახლავე უნდა დაიწყოს“.
„ახლა მოსკოვის ჯერია. თუ რუსეთის პრეზიდენტს მკვლელობების დასრულება რეალურად სურს, მაშინ ის შეთავაზებას მიიღებს. თუ რუსული მხარე ამ ნაბიჯს არ გადადგამს, მაშინ საჭირო იქნება კიდევ უფრო ძლიერი ზეწოლა. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ევროკავშირის ფარგლებში დამატებით სანქციებზე ვმუშაობთ“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის ცნობით, გერმანიის კანცლერთან განიხილა, თუ რა დამატებითი სანქციები შეიძლება დაწესდეს რუსეთის წინააღმდეგ.
„პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს, რათა დაასრულოს ეს უაზრო მკვლელობები, რომელზეც პასუხისმგებელი თავად არის“, – აღნიშნა კანადის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია