ფრიდრიხ მერცი – ვერ ვხედავ რაიმე მზაობას „დიდი შვიდეულის“ წევრებს შორის, -ის გარდა, რომ ჯგუფში ხელახლა მიიღონ

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი გამორიცხავს რუსეთის „დიდ რვიანში“ დაბრუნების შესაძლებლობას, როგორც ეს -ის მიერ მხარდაჭერილ „სამშვიდობო გეგმაშია“ გათვალისწინებული.
„ამჟამად, ვერ ვხედავ რაიმე მზაობას „დიდი შვიდეულის“ სხვა დანარჩენ ექვს წევრს შორის, რომ ამ ჯგუფში ხელახლა მიიღონ“, – განაცხადა მერცმა.
მისი თქმით, „დიდი რვიანის“ ფორმატში დაბრუნება მხოლოდ კონსენსუსის საფუძველზე შეიძლება შეთანხმდეს.
მსგავსი მოსაზრება გამოთქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც. მისი თქმით, რუსეთის ხელახლა მიღების წინაპირობები არ არსებობს.
რუსეთი „დიდი რვიანის“ ჯგუფიდან 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ გარიცხეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი – რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა!