ფრიდრიხ მერცი – ევროპა მტკიცედ რჩება უკრაინის მხარეს – სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად, ქვეყანა, რომელსაც თავს დაესხნენ, სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი უნდა იყოს

ევროპა მტკიცედ რჩება უკრაინის მხარეს. ახლა, როგორც არასდროს, ძლიერ პოზიციაში უნდა დავაყენოთ, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვებული ბლოკის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) ხელმძღვანელი, ფრიდრიხ მერცი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მერცი ხაზს უსვამს, რომ სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად საჭიროა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის მონაწილეობით გაიმართოს.
„უკრაინის წინააღმდეგ ს აგრესიული ომის სამი წელი. ომის სამი წელი ევროპაში. სამი წელია, არ გვშორდება ნგრევისა და ომის დანაშაულების საშინელი სურათები. ევროპა მტკიცედ რჩება უკრაინის მხარეს. ახლა, როგორც არასდროს, ძლიერ პოზიციაში უნდა დავაყენოთ. სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად, ქვეყანა, რომელსაც თავს დაესხნენ, სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი უნდა იყოს“, – წერს მერცი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“