ფრიდრიხ მერცი დონალდ ტრამპს „მასობრივ ესკალაციაში“ ადანაშაულებს

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ის, რასაც -ის პრეზიდენტი ამჟამად აკეთებს, არის არა დეესკალაცია ან მშვიდობიანი გადაწყვეტის მიღწევის მცდელობა, არამედ „მასიური ესკალაცია გაურკვეველი შედეგით“.

„ეს არის ესკალაცია, რომელიც უკვე საფრთხეს ქმნის. საფრთხეს არა მხოლოდ უშუალოდ დაზარალებულებს, არამედ ყველა ჩვენგანისთვის“, – აღნიშნა მერცმა.

გერმანიის კანცლერმა ასევე გამოთქვა ეჭვი „ირანის რეჟიმის დამხობის” შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

„რეჟიმის შეცვლა ნამდვილად არის მიზანი? თუ ეს არის მიზანი, არ მჯერა, რომ ისინი მიაღწევენ მას. ასეთი მცდელობები ძირითადად წარუმატებელია“, – აღნიშნა მერცმა.