გერმანია ღაზას ჰუმანიტარულ დახმარებას საჰაერო გზით მიაწვდის, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
„თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი მჭიდრო კოორდინაციაში იქნება საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან, რომლებიც ასევე მზად არიან საკვებისა და მედიკამენტების საჰაერო გზით მიწოდებისთვის“, – განაცხადა მერცმა.
მისი თქმით, ღაზაში არსებული ვითარება კატასტროფულია.
„ვიცით, რომ ეს ღაზას მოსახლეობისთვის მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის დახმარებაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი წვლილის შეტანა გვსურს“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
