გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მომდევნო კვირას ვაშინგტონში ჩავა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდება. ინფორმაცია POLITICO-ს გერმანიის მთავრობის სპიკერმა სტეფან კორნელიუსმა დაუდასტურა.
ეს კანცლერის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ფრიდრიხ მერცის პირველი ვიზიტი იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ლიდერები ერთმანეთს თეთრ სახლში ხუთშაბათს, 5 ივნისს შეხვდებიან და განხილვის თემა იქნება – ომი უკრაინაში, აღმოსავლეთში არსებული ვითარება და სავაჭრო საკითხები.
დაგეგმილია შეხვედრის შემდგომი პრესკონფერენცია.