ფრიდრიხ მერცის ინიციატივით, 13 აგვისტოს დონალდ ტრამპის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების ონლაინშეხვედრა გაიმართება

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის ინიციატივით, 13 აგვისტოს დონალდ ტრამპის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების ონლაინშეხვედრა გაიმართება.
მოლაპარაკებები ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დაიწყება.
მერცის, ტრამპისა და ზელენსკის გარდა, მოლაპარაკებებში, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებენ დიდი ბრიტანეთის, იტალიის, პოლონეთის, ფინეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები და მთავრობის მეთაურები, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი , ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და -ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.
„მოლაპარაკებების ფარგლებში, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილება რუსეთზე ზეწოლის შემდგომი ვარიანტები. გარდა ამისა, განხილული იქნება შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების მომზადება, ასევე ტერიტორიებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები“, – ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა