გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მისი მთავრობის ვარაუდით, ბოლო დღეებში გერმანიის საჰაერო სივრცეში შემჩნეული ამოუცნობი დრონების უკან რუსეთი დგას, მათ შორის, მიუნხენის აეროპორტის თავზე გამოჩენილი დრონების უკანაც, რის გამოც აეროპორტმა მუშაობა ერთი დღის განმავლობაში ორჯერ შეწყვიტა, რასაც ათეულობით ფრენის გადადება და 10 000-მდე მგზავრის შეფერხება მოჰყვა.
მერცმა დაამატა, რომ ევროპის საჰაერო სივრცის დარღვევების სიხშირე უპრეცედენტოა, ცივი ომის პერიოდთან შედარებითაც კი, თუმცა, ამ დრომდე შენიშნულ დრონებს შორის იარაღით აღჭურვილი არცერთი არ ყოფილა. მერცის თქმით, ყველა მათგანი სადაზვერვო დანიშნულების იყო.
“ჩვენი ვარაუდია, რომ ამ გაშვებული დრონების შემთხვევების უმეტესობის უკან რუსეთი დგას,” თქვა მერცმა.