ფრიდონ ინჯია პრეზიდენტს – ყველაზე ცუდი ჩემთვის იცით რა არის? – უმადურობა

ყველაზე ცუდი ჩემთვის და ზოგადად, იცით რა არის? – უმადურობა. ქვეყნის უმრავლესობამ აგირჩიათ. არ მოგწონთ? – გადადექით. დაიწყეთ ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ სწორად, – ასე მიმართა „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, სადაც მისი ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს.

მისივე განცხადებით, ს კომპეტენციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკა არ შედის.

„ყველაზე ცუდი ჩემთვის და ზოგადად, იცით რა არის? უმადურობა. ქვეყნის უმრავლესობამ აგირჩიათ. არ მოგწონთ? გადადექით. დაიწყეთ ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ სწორად. რა არის ამაში მიუღებელი? ვსაუბრობთ კონსტიტუციაზე და თქვენ საუბარში გაიჟღერა, რომ კონსტიტუცია, კონსტიტუცია. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვენ განაჩენი გამოგიტანათ. თქვენს კომპეტენციაში არ შედის ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. აქედან გამომდინარე, რა გქონდათ თქვენ „ოცნებასთან“ გასაყოფი? რა ვერ გაიყავით? რა იყო გაუგებრობა?- მიმართა ფრიდონ ინჯიამ პრეზიდენტს.

ამასთან, ინჯიას განცხადებით, მას მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის „ყოველი გამოსვლის ყველა წინადადება ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართულია“.

„თქვენი ყოველი გამოსვლის ყველა წინადადება მიმაჩნია, რომ ანტისახელმწიფოებრივია, ანტიქართული. თქვენი წინადადებები ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა. ყველაფერი მიმართულია იმისათვის, რომ საქართველო ს საწინააღმდეგო ქმედებების პლაცდარმი გახდეს, როგორც ეს ში მოხდა. უკრაინის მაგალითი თქვენთვის მაგალითი არ არის, სადაც ასიათასობით ადამიანია დახოცილი, ქვეყანა დანგრეულია და თქვენ წარმოიდგინეთ, იმ პოზიციაზე რომ მდგარიყო ეს ხელისუფლება, რა დღეში იქნებოდა, რა სახე ექნებოდა საქართველოს დღეს?“- განაცხადა ინჯიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ წიკლაური: Ზეციდანაც მოგვეხმარებიან ჩვენი დიდი წინაპრები, ცოცხლები კიდე მკვდარს არ დავემსგავსებით და ერთობაში ვპოვებთ ხსნას, რომ ნამდვილი თავისუფლება მოვიპოვოთ! Ღმერთიც ჩვენთან იქნება! Და ერიც!